30 წლის კაცმა 10 წლის გოგოზე, არასრულწლოვანთა თვალწინ იძალადა - შემთხვევა კახეთში

გამოქვეყნდა:

შემზარავი შემთხვევა კახეთში, ერთერთ სოფელში: არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე კაცმა 10 წლის გოგოზე იძალადა. ბავშვზე ძალადობა, სავარაუდოდ, მისსავე სახლში, სხვა არასრულწლოვანთა თვალწინ მოხდა. სავარაუდო მოძალადე დაკავებულია. როგორც შსს-შინ აცხადებენ, დაკავებულს სხვა დანაშაულისთვისაც ედავებიან. 

დაკავებულის ოჯახში 30 წლის კაცის მხრიდან ძალადობას გამორიცხავენ. "ჯერ მაგას დამტკიცება უნდა, დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა", - ამბობენ დაკავებულის ახლობლები. 

იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი