10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივ დანაშაულზე დაკავებულს, ოჯახში ძალადობასა და მუქარასაც ედავებიან

გამოქვეყნდა:

კახეთში, 10 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულზე დაკავებულ კაცს ოჯახში ძალადობასა და მუქარასაც ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 31 წლის კაცს შესაძლოა უვადო პატიმრობაც კი შეეფარდოს.

როგორც დაკავებულის მეზობლები ყვებიან, მას ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ცოლთან და პოლიციაში სწორედ მან უჩივლა. ფაქტის გამოკვლევისას კი გაირკვა, რომ მოძალადემ სქესობრივი კავშირი დაამყარა ცოლის ნათესავ ბავშვთან, რომელიც მათ ოჯახში დედასთან ერთად, რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ჩამოვიდა. პოლიციამ ყველა თვითმხილველი უკვე გამოკითხა. საქმეში სოციალური სამსახურიც ჩაერთო. გოგონას რეაბილიტაციის მიზნით, მასთან ფსიქოლოგი მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი