ყაჩაღობა ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში - 20 წლამდე ახალგაზრდა ცივი იარაღით შეიარაღებული სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა და 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. დამყაჩაღებელმა მაღაზიიდან 1500 ლარი და ძვირფასეულობა წაიღო. 

დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავემ უკვე დაკავებულია.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი