საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 22 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 447 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 147 ადამიანი დაინფიცირდა, 607 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 268 502  
  • გამოჯანმრთელებულია - 262 244
  • გარდაცვლილია - 3 447 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 5 275, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2 736, PCR ტესტით - 2 539
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,79%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,6%
  • კარანტინის რეჟიმში - 318
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 713
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 207

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 111 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 87 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი