გაბურღული მთები და აფეთქებისთვის გამზადებული რიონის ხეობა - დღეს დილით თურქულმა კომპანია
"ენკა"-მ ადგილზე მთის გაბურღვითი სამუშაოები დაიწყო, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა.
რიონის მცველები კომპანიის მიერ მთის ფერდობის გაბურღვას აპროტესტებენ. მათი თქმით, გაბურღვის პარალელურად მიმდინარეობს ნაღმების განთავსება და კომენდანტის საათის დროს ისტორიულ ხეობაში, აფეთქება იგეგმება.
"კომპანიამ განაახლა სამუშაოები თან აგრესიული ფორმით.მთლიანად დანაღმეს ის ადგილი, სადაც ჯვარი გვქონდა ჩვენ დაბრძანებული, რომელიც მოგლიჯეს. ალბათ, რაღაც მომენტს უცდიან, რომ ააფეთქონ", - თქვა აქციის მონაწილემ, ვარლამ გოლეთიანმა.
რიონის ხეობის მოახლეობა, პერიმეტრიდან ტექნიკის დაუყონებლივ გაყვანას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 117-ე ღამეა რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივებმა ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ პეტიციაც შექმენს, კომიტეტმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვებს შესაბამისმა სამინისტრომ უნდა უპასუხოს.