კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა 1 ან 2 კვირით გადაიდო - "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტის პირველ კვირაში შემოვა.
ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ტემპით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იქნება, სადაც იმუნიზაცია დაიწყება.
"2 დეკემბერს გვპირდებოდნენ, საქართველო პირველი მიიღებს ხარიხიან ვაქცინასო, ჩვენ პრაქტიკულად გავხდებით ბოლო ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დაიწყებს ვაქცინაციას. ეჭვი მეპარება, რომ 2 კვირაში შეძლებენ და შემოიტანენ პირველ დოზებს. დავრჩით ჩვენ, კუბა, ვიეტნამი, მონღოლეთი და შუა აზიის რეპსუბლიკები", - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.
ამავე თემაზე: