იოსებ ტყემალაძე სავარაუდოდ ერთადერთი კანდიდატი იქნება რაგბის კავშირის არჩევნებში

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფმა სარაგბო კლუბებმა რაგბის კავშირის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად იოსებ ტყემალაძე წარადგინა. 

იმის მიხედვით, რომ 30 დეკემბერს გამარჯვებული კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები მომავალ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ტყემალაძე სავარაუდოდ ერთადერთი კანდიდატი იქნება. 

ვეტერანი მორაგბეები მუნიციპალურ კლუბებზე და დიდ ზეწოლაზე ღიად საუბრობენ და გაჩერებას არ აპირებენ. 

როდესაც გარე ძალები ერევიან და სარგებლობენ გავლენებით, ეს ყოველთვის უფრო ხლიჩავს, ანადგურებს და ნგრევისკენ მიდის ქართული რაგბი ,- განაცხადა რაგბის კავშირის არჩეულმა პრეზიდენტმა ირაკლი აბუსერიძემ. 

კლუბებიდან გუნდების უმრავლესობა სხვადასხვა რეგიონების აიპებსა და სიპებს წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რეესტრმა რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა ორჯერ დაახარვეზა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი