საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა მეორედ დაახარვეზა. რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ უკანონობას არ შეეგუება და ბოლომდე იბრძოლებს.
აბუსერიძის მხარდამჭერები, ვეტერანი მორაგბეები კი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივებს და შიდაკლანურ დაპირისპირებას ხედავენ.
"სამართლებრივად და კანონის ფარგლებში გამართულები ვართ, ამიტომ უსამართლობის დაკანონებას ხელს ვერ შევუწყობთ და ვერც დავთანხმდებით. რაგბი არის ჩვენი ცხოვრება და ჯანმრთელობა შევწირეთ, რომ რაგბი სხვა ეტაპზე აგვიყვანა. ამ ხალხმა მოიგო, როგორც თავის კუთვნილება და შპს უნდათ, რომ გახადონ და ამის უფლებას არ მივცემთ", - ამბობს ირაკლი აბუსერიძე
"ამ გათავხედებულმა ჩინოვნიკებმა, რომლებმაც ხელი აფათურეს რაგბში ამით არამარტო რაგბი დააზარალეს,არამედ სახელმწიფოს გამოუთხარეს ძირი, ჩვენთან ყველა მოსასვლელი გზა მოიჭრეს. ჩვენ ველოდებოდით და იმედი გვქონდა პრემიერის, მაგრამ როგორც ვატყობ, პრემიერიც თავს იკავებს.
მათ შემოგვთავაზეს ბინძური თამაში, რაგბი მოედნიდან გადაიტანეს ქუჩაში და ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას", - ამბობს ბობა კვინიხიძე
შეგახსენებთ, არჩევნები რაგბის კავშირში გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა. 7 იანვარს კი მას რეგისტრაცია შეუჩერეს.