"მე გარანტიას ვერ მოგცემთ" - ცერცვაძე ვაქცინაზე

გამოქვეყნდა:

საქართველო მსოფლიოში, სავარაუდოდ, ერთერთი ბოლო ქვეყანა იქნება, სადაც იმუნიზაცია დაიწყება. 

არც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და არც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ არ იციან ზუსტი თარიღი როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინა და როდის დაიწყება ვაქცინაცია. 

"შესაძლოა ფაიზერზე ადრე ქვეყანაში შემოვიდეს ასტრაზენეკა....ჩვენ ჯერჯერობით მათგან კონკრეტული თარიღი, როდის მოხდება ვაქცინის მოწოდება არ გვაქვს. ამ კვირაში დაინიშნა კონსულტაციები და ამის შემდეგ გვექნება ზუსტი ინფორმაცია თუ რას უნდა ველოდოეთ ფაიზერისგან და როდის", - ამბობს თამარ გაუბინია 

"ჩინური ვაქცინის დაწყება, რომ გვდომოდა ჩვენ აზერბაიჯანზე ადრე გვექნებოდა... თუ ვახარბებთ აზერბაიჯანსა და თურქეთს მაშინ ჩვენც გავიკეთებთ... მე გარანტიას ვერ მოგცემთ (თარიღზე) - თქვა ცერცვაძემ "მთავარ არხთან". 

აქვე გეტყვით, რომ ცერცვაძემ გუშინ, 21 იანვარს, თქვა, რომ ვაქცინა 1-2 კვირის დაგვიანებით შემოვა და ამაში ტრაგედია არაფერია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი