დღეს საქართველოში COVID-19-ის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 461

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 461 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო  6 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 269 438;
  • გამოჯანმრთელებულია - 263 257;
  • გარდაცვლილია - 3 463; 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19 051, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 825 PCR ტესტით - 7 226.
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -  2,33%,  ბოლო 14 დღის - 2,36%, ბოლო 7 დღის -  2,36%
  • კარანტინის რეჟიმში -  307
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 600
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 193

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 112 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 88 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი