შატილის ტრაგედია - ნახევარი წლის შემდეგ პროკურატურამ ორი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

შატილში მომხდარ საზარელ ავარიას, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკვე ჰყავს პასუხისმგებელი პირები. პროკურატურამ ორ პირს დღეს ბრალი წაუყენა. კომპანია „travel.ge“ - ის დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და სატრანსპორტო საშუალების მეპატრონე საგამოძიებო უწყებებმა გუშინ დილით დააკავეს. მათ ბრალად ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება ედებათ.

პროკურატურის განცხადებით,  ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას სამუხრუჭე სისტემა გაუმართავი ჰქონდა, რამაც ავარია გამოიწვია. 

ავარიისას დაზარალებულების ადვოკატი, ამბობს, რომ გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდებოდა რის გამოც, პროცესი გაჭიანურდა, გუშინ მიღებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კი, ორი ადამიანის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა. დაზარალებულები სწორედ ამ ორი პირის დაკავებას ითხოვდნენ.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი