სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საჩივარს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი განიხილავს, რომელიც ე.წ. სასამართლოს კლანის წევრად მიიჩნევა და ძირითადად პოლიტიკურ საქმეებს განიხილავს.
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2014 წელს, გიორგი გოგინაშვილმა გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა და ამავე წელს, ანაზღაურების სახით 13,000 ლარით მეტი მიიღო, ვიდრე წინა წელს.
"2014 წელს, გიორგი გოგინაშვილმა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო და ამავე წელს, ანაზრაურების სახით 13,000 ლარით მეტი მიიღო, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს გიორგი გოგინაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ლევან მურუსიძის მიერ მიღბული გადაწყვეტილება დაიცვა და ამავე წლიდან იგი სააპელაციო სასამართლოში მუშაობს. 2006-19 წლებში გიორგი გოგინაშვილს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების შედეგად, ჯამში, 740,250 ლარი აქვს მიღებული", - წერია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციაში.