დღეს საქართველოში COVID-19-ის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 269 800;
  • გამოჯანმრთელებულია - 263 727;
  • გარდაცვლილია - 3 475; 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 22 501, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 718 PCR ტესტით - 8 783.
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -  1,61%,  ბოლო 14 დღის - 2,28%, ბოლო 7 დღის - 2,25%
  • კარანტინის რეჟიმში - 302
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  1 553
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 180

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 113 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 88 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი