პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020-ის მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021-ის პირველ ივნისამდე გადაიწიოს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჭო ტერიტორიაზე 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების გამბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეიდან, 25 თებერვლიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანპსორტის მოძრაობა აღდგა, ასევე, სამთო კურორტებზე გაიხსნება სასტუმროები.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა 25 თებერვლიდან დაიწყო.