2 წაქცეულზე მომეპარა, დაიწყეს ფეხების, მუშტების რტყმა - სანაია თავდასხმის დეტალებზე

გამოქვეყნდა:

ტელეკოპანია "ფორმულას" ტელეწამყავნი ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, ის ცოლთან, მცირეწლოვან ბავშვთან, ოჯახის კიდევ ორ წევრთან და ბავშვის ძიძასთან ერთად იმყოფებოდა.

ისინი აეროპორტიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მოყინულ გზაზე ასასვლელად სამაშველო გამოიძახეს. ამ დროს მათთან 3 უცნობი პირი მივიდა, ჟურნაისტი ამბობს, რომ მათ შორის ერთი განსაკუთრეულად აგრესიულად იყო განწყობილი და მის გაღიზიანებას ცდილობდა.

"როდესაც პირბადე ჩამოხნილი მქონდა, მაშინ მიცნეს, ერთ-ერთი იყო ძალიან აგრესიული, პროვოცირებდა, მე ვცდილობდი უსიამოვნება ამერიდებინა, კონტაქტში არ შევდიოდი. შემდეგ, როდესაც მანქანას ვაწვებოდი, ერთ-ერთი მომყვებოდა უკან და ცდილობდა გაღიზიანებას, ვუყთხარი, რომ ხო ხდავ, ოჯხთან ერთად ვარ. მაგრამ მაინც გააგრძელეს, მათი მხრიდან აგრესია წამოვიდა ამს შემდეგ, რაც მიცნეს... ბოლოს, სახეზე რაღაც ნაჭერი ჰქონდა ჩამოიხსნა და მითხრა კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო", - ამბობს ვახო სანაია. 

სანაია თქმით, მოგვიანებით მასზე მუშტებით თავდასხმაც სურდათ, შემდეგ კი ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. უცნობი პირები ფიზიკურად თავს დაესხნენ ვახო სანაიას რძალსაც.

"წავიდა ოდნავ მოშორებით, მანქანას წინიდან დაუდგა და შეიგინა, დაარტყა წრე ავტომანქანას, მე უკვე ზურგით ვიდექი და მუშტებით თავდასხმა სურდა, გავიწიე ინსტიქტურად და წაიქცა, მეც ფეხი ამისრიალდა მოყინული იყო ძალიან და მეც წავიქეცი. ამ წაქცეულზე ეს ორი მომეპარა და დაიწყეს ფეხების, მუშტების რტყმა. დაზიანებები მაქვს თავზე, სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ამ დროს ჩემი მეუღლე და რძალი გადმოდის ავტომანქანიდან, ჩემ რძალსაც დაარტყეს, ბავშვს ისტერიკული ტირილი დაწეყო", - ყვება ვახო სანაია. 

მისი განცხადებით, გაშველება მაშველებმა სცადეს. სანაია ამბობს, რომ თავდასხმებელი შეურაცხყოფას აყენებდნენ მის სამსახურს და ტელევიზიებს. ჟურნალისტი თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ვახო სანაიას უცნობი პირები თავს დაესხნენ, მომხდართან დაკავშირებით 3 პირია დაკავებული.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი