რაგბის კავშირში ჩაშლილ არჩევნებთან დაკავშირებით მორაგბეები, კონკრეტულ გვარებს ასახლებენ. მათი თქმით, სახელმწიფომ ყველა ბერკერტი აამოქმედა და მხარდამჭერებზე ზეწოლა მოხდა. მათივე თქმით, მაშინ, როდესაც კლუბებში მხარდამჭერები ვერ იპოვეს, "ქართულმა ოცნებამ" პარტაქტივი ჩართო და ხმის მისაცემად "ოცნების" დელეგატები გამოცხადდნენ.
"მუნიციპალურ კლუბეზბე,რომლებზეც ხდება ზეწოლა და დაფიქსირდა კიდევაც კლუბ "წიქარაზე" , ადამიანს საავადმყოფოში დაადგნენ და იქ ძალით გააკეთებინეს მინდობილობა, ექვსი ხმა იყო მოპარული, გუშინ, ერთ დღეში რაც გააკეთეს. ყველა მუნიციპალური კლუბი, რომელიც არის ყველა იყო ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ მოგვიწევს ფიზიკურად დაცვა იმ ადამიანების, ვინც ჩვენს ხმარეს არიან და ჩვენი ხმების", - ამბობს "შვიდკაცას"-ს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პალიკო ჯიმშელიძე.
აქვე გეტყვით, რომ 24 თებერვლს ჩანიშნული რაგის რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო, რადგან კვორუმი ვერ შეიკრიბა .