ხელისუფლების განცხადებების პირდაპირი შედეგია - ვახო სანაია მასზე თავდასხმის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ცნობილი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ სხეულის სხავადსხვა მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული, ხოლო თავდასხმის მიზეზად და უშუალო წახალისებად კრიტიკული მედიის მისამართით ხელისუფლების განცხადებებს ასახელებს. 

"|კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების განცხადებების| პირდაპირი შედეგია ეს... მე გავიხსენე, 20 ივნისს როგორ ამორჩევით ესროდნენ ჟურნალისტებს, ეს ამის გაგრძელებაა. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს, მაგრამ ასე არ არის - მთელი ის ტროლებისა და ბოტების ქარხანა, რომელიც სიძულვილს თესავს, ამათზე |თავდამსხმელებზე| პირდაპირ აისახება, მათთვის პირდაპირი გზავნილია, როგორ უნდა მოიქცნენ. ხელისუფლებას ჰგონია, რომ კრიტიკული მედიის მიმართ რასაც უნდათ, იმას იტყვიან და ეს უბრალოდ, სიტყვებია, მაგრამ ასე არ არის", -განაცხადა ვახო სანაიამ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, თავდამსხმელი ძალიან კარგად დაიმახსოვრა. "ილუზია არ ჰქონდეს ვინმეს, რომ ამ ამბავს გავატარებ, მძიმე მუხლი არ არის, შედარებით მსუბუქია და ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს".

შეგახსენებთ, ვახო სანაიაზე თავდასხმის შემდეგ სამი პირი დააკავეს. თავად დაზარალებულმა თავდასხმის დეტალები "მთავარ არხთან" გაიხსენა.

ამავე თემაზე:

ვგმობთ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას - არჩილ თალაკვაძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი