ზუგდიდთან ახლოს ძებნილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი -  ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ბ.გ.-მ 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მის ნაცნობს ა.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ზუგდიდის სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბ.გ. ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის მებრძოლი იყო. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 1998 წელს, ის მონაწილეობდა გაეროს დამკვირვებელთა მძევლად აყვანაში, აწ გარდაცვლილ გოჩა ესებუასთან და სხვა თანამოზარეებთან ერთად. 

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი, ბ. გ. სხვა ე.წ. ზვიადისტ მებრძოლებთან ერთად ხელისუფლებამ შემოირიგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი