ავარია ლაგოდეხში - ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს "ოპელისა" და მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე მამაკაცი გარდაიცვალა. ხოლო, 4 ადამიანი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ავტორი: ია გულიაშვლი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი