ყაჩაღობა ზუგდიდში - სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა

გამოქვეყნდა:

მსხვერპლით დასრულდა სპეცოპერაცია ზუგდიდში.  ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებული 
გარდაიცვალა.

ყაჩაღობა დღის პირველ ნახევარში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ერთერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, სავარაუდო დამნაშავემ, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. 

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი