ქუთაისში პატიმარმა ბასრი საგნით, სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.
პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ ბრალდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც მან ავადმყოფობის გამო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მეუღლე ამბობს, რომ 35 წლის კაცი ღია ჭრილობებით ამ დროისთვისაც საკანშია.
პატიმრის ოჯახი დახმარებას ომბუდსმენის აპარატს სთხოვს.
როგორც "მთავარს" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უთხრეს, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ბრალდებულს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ აბსურდულია.
ცნობისთვის, ზაზა ჩაფიძეს ტყიბულში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას ედავებიან, პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ მკვლელობა მის მეუღლეს არ ჩაუდენია.