ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმაში ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა. 

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლომ კი პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი