დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 27 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3499 გახდა 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა 
გამოვლინდა, 542 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 113 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 89 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი