ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში კახეთში მოქმედი ტელემედიცინის პროექტი მოექცა, რომელიც ამერიკაში მომუშავე ქართველმა ნევროლოგმა, დავით მრელაშვილმა გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან ერთად დანერგა. მრელაშვილის თქმით, კარგი იქნება თუ ქვეყანაში სისტემა დაინერგება.
"ჩვენ რაც გავაკეთეთ, ერთ-ერთი იყო, რომ ეს ყველაზე დიდი, მზარდი ჯგუფი, ამ შემთხვევაში იყო ბინაზე მართვადი პაციენტები, ეს ნახევარზე მეტიც იყო მე მგონი, რამდენადაც მახსოვს, ამათ შევეშველეთ კახეთს რეგიონში. თვითონ სისტემამ რადგან გაამართლა, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა რომ ეს სისტემა დაინერგოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე კომპეტენტური ორგანო მე არ მეგულება მსოფლიოში. ისინი, რომ დაწერენ თავიანთ სიახლეებში საქართველოს შესახებ ეს ქვეყნის წარმოჩინებისთვის არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი",-თქვა დავით მრელაშილმა.
"ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და ადამიანების საჭიროებებზე უფრო მეტად მორგებული გახადოს", – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში რომელსაც თან ახლავს კახეთში სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოც.