ქვეყანაში კორონავირუსი პანდემიის მეამე ტალღას ელოდებიან, თუმცა ვაქცინაციის დაწყების თარიღი ისევ უცნობია. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაწყებულია მოსახლეობის ვაქცინაცია, საქართველოს ხელისუფლებას ისევ არ აქვს პასუხი როდის ან რომელი მწარმოებლის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.
ვაქცინის გარეშე კი ჯანდაცვის ექსპერტები, პროგნოზირებენ, რომ ვირუსის ახალი ტალღისას ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ საგრძნობლად გაიზარდოს.
"გასაოცარი უტიფრობა, არაპროფესიონალიზმი არაკომპეტენტურობა ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაში, როდესაც 90ზე მეტ ქვეყანაში არათუ მიღებულია, დაწყებულია ვაქცინაცია, მათ შორის აზიის აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში, ამის ფონზე საქართველოში არცერთი ვაქცინა არ არის შემოსული და ისიც არ ვიცით როდის შემოვა და ხელმძღვანელი პირები ერთმანეთისგან აცდენილ და არაკოორდინირებულ განცხადებებს აქვეყნებენ", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე.
მხოლოდ ფაიზერი და მოდერნა არ არის მსოფლიოში და არის კიდევ რამოდენიმე ვაქცინა, რომლის მწარმოებლებთან ლაპარაკი შესაძლებელია.... დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ არავის არ ესაუბრებიან. მხოლოდ კოვაქსის პლატფორმაზე ვართ ჩამოკიდებული და ეს ვაქცინაციის თემა გახადეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი", - თქვა ჯანდაცვის ექსპერტმა, მარიამ ქასრაშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 26 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ქვეყანაში ვაქცინის ჩამოტანის თარიღს იქამდე აღარ დაასახელებს, ვიდრე ავიაბილეთის თარიღი არ იქნება ცნობილი.