ავტობანზე, სოფელ რუისთან ქვეითს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანს სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.