თბილისში, ვაქცინაციის მოთხოვნით აქციები იგეგმება

გამოქვეყნდა:

უკვე ერთი წელია, კორონავირუსი ოჯახების უმძიმესი ტრაგედიის მიზეზი ხდება. 2020 წლის 26 თებერვალს მთელი ქვეყანა პანიკამ მოიცვა - ინფექციური საავადმყოფოდან საზოგადოებას ამცნეს, რომ ქვეყანაში პირველ მოქალაქეს კოვიდი 19 დაუდასტურდა. მას შემდეგ ასიათასობით ადამიანი ერთი ვირუსის მძევალი აღმოჩნდა, ახალი ამბები ყოველდღიურად ტრაგიკული მოვლენების მაცნე გახდა. დღემდე, ვირუსს ქვეყანაში 3499 ადამიანი ემსხვერპლა.

რეგიონში საქართველო უკანასკნელი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც ვაქცინაცია ჯერ კიდევ ვერ დაიწყო. მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში მოსახლეობის აცრა უკვე აქტიურ ფაზაშია, "ოცნების" ხელისუფლების უმოქმედობით საქართველო აფრიკის, ვიეტნამის, ლაოსისა და კუბის ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს სადაც მოსახლეობა აცრის მოლოდინშია, ლოდინი კი როდის დასრულდება მხოლოდ ტრაგიკული ჟანრის ნაწილი აღმოჩნდა. ამიტომ მომავალი კვირიდან ხალხი, ვინც ხვდება, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ახლა მხოლოდ ვაქცინაა, აქციებს ააანონსებენ.

სამოქალაქო სექტორი ახლა იძულებულია ხელისუფლება აიძულოს რომ ქვეყანამ ვაქცინაცია დაგვიანებით მაინც დაიწყოს, საბოლოო ჯამში ამ დრომდე უცნობია "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა, "ასტრაზენეკა" თუ სხვა რომელიმე მედიკამენტი. ვაქცინის შემოტანას უკვე მეორე პრემიერმინისტრი ვერ ახერხებს. ამის მიუხედავად ქებას ირაკლი ღარიბაშვილი გუნდისთვის არ იშურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი