გლდანში დაპირისპირებისას დაჭრილი პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდების ჯგუფს შორის შეიარაღებული დაპირისპირებისას დაჭრილი პირის მდგომარეობა სტაბილურია - ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში გუშინ საღამოს მიიყვანეს.

შეგახსენებთ, ჯგუფური საქმის გარჩევა გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფს შორის გუშინ საღამოს დაიწყო, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, ისმოდა სროლის ხმა, მიმიმუმ, ერთი ადამიანი დაიჭრა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი