ორკვირიანი ულტიმატუმი ხელისუფლებასა და კომპანიას - ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა გზავნილი ქუთაისიდან

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას და თურქულ კომპანია "ენკას" 2 კვირიანი ვადა მისცეს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისში აქციები ისევ გაიმართება და ქალაქის პიკეტირებაც დაანონსდა.

"როგორც კი წყალი მოიმატებს, რიონი ამოდის ჩემი სახლის კედელთან, რამე საფრთხე მოხდეს, ვინ არის ჩემი მშველელი, მე კარგი მაგრამ შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები ამ გენს რა ეშველება, ღამე რომ მოხდეს და წალეკოს მთელი ქვეყანა. რას ფიქრობს მთავრობა?" - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები ამბობენ, რომ კომპანია რიონის ხეობაში უკანონო სამუშაოებს ასრულებს. 

127-ე დღეს რიონის მცველების პროტესტს მესამე სექტორი, სასულიერო პირები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ თურქულ კომპანიას 99 წლიანი ვადით, ხეობა გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი