მთვრალი პოლიციელის მსხვერპლი - მკვლელობის ახალი დეტალები და ქეიფის ამსახველი ფოტო, რომელიც სოციალური ქსელიდან გაქრა

გამოქვეყნდა:

ფოტო რომელიც სავარაუდოდ ტრაგედიამდეა გადაღებული, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. სურათი სავარაუდოდ იმ სუფრაზეა გადაღებული, სადაც პოლიციის თანამშრომელი სოსო გაბრიაძე და მისი რამდენიმე თანამშრომელი აღდგომას აღნიშნავდნენ.

"მთავარი არხის" ინფორმაცით, გაბრიაძის გარდა სუფრაზე იმყოფებოდნენ ძმები მსხვილიძეები, თუმცა რა კავშირი აქვთ მათ სამართალდამცველთან ჯერჯერობით უცნობია. როგორც მსხვილიძეების მეზობლები ამბობენ, მათ გასულ ღამეს მომხდარი მკვლელობის შესახებ არაფერი იციან და ძმების საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე არც პოლიცია შეუნიშნავთ

მკვლელობის ფაქტზე კი მოქმედი პოლიციელი სოსო გაბრიაძეა დაკავებული და გამოძიება ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო. საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლითაა აღძრული. გაბრიაძის ბინიდან ამოღებულია მაკაროვის სისტემის სამსახურებრივი იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით კი, საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის პირობებში პოლიციელები გაბრიაძის სახლში ქეიფობდნენ. ამის შედეგ კი მთვრალი პოლიციელი აივანზე გავიდა და უმისამართო სროლა დაიწყო, რასაც მოპირდაპირე კორპუსში, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი