ჯერ კიდევ შარშან ივლისში, ამირან გამყრელიძე დარწმუნებული იყო, რომ "საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინას მიიღებდა"...
ჩვენ არ აღმოვჩნდით არც პირველი, არც მეორე, არც მესამე ... და არც მეასე.
უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაში დაიწყო ვაქცინაცია და ჩვენ მათ შორის არ ვართ და ჯერ არც კი ვიცით, როდის დაიწყება ჩვენთან ეს პროცესი.
თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება, დიდია ალბათობა, რომ საქართველოში ლოქდაუნი მესამედ გამოცხადდეს და ისევ ჩაგვკეტონ.
დასავლეთში უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ აცრის დამადასტურებელი საბუთის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მიიღებენ - ვაქცინაციის ცნობა ვიზასავით აუცილებელი გახდება.