დღევანდელი, პირველი მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 520 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 90 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი.