წალენჯიხელი აქტივისტები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების გამო ედავებიან

გამოქვეყნდა:

"თავისუფლების მარშის" წალენჯიხელი მონაწილეები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ედავებიან. მათ ინტერესს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია" დაიცავს. აქტივისტები 2 000 ლარით დააჯარიმეს.

დაჯარიმებულების განმარტებით, კომენდანტის საათის 5  წუთით დარღვევის გამო პოლოციამ ისინი იმ დროს დააჯარიმა, როცა საკუთარი სახლიდან  რამდენიმე მეტრში  იმყოფებოდნენ და სახლებში შესვლა ვერ მოასწრეს.

დაზარალებულების  განცხადებით ეს იყო წალენჯიხის მერის, ბესიკ ფარცვანიას დაკვეთა. 

ავტორი: ემა გოგოხია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი