პედაგოგი, რომლიც მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული, დაკავებულია. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც ფაქტის შესახებ რეპორტაჟი "მთავარში" გავიდა. საქმეში დევს ვიდეომტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რომ ის სხვა მოსწავლეებსაც ავიწროებდა.
ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვნებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც უწყებამ მამაკაცი დააკავა.
მე მქონდა ვალდებულება, ეს ვიდეო მენახა. გაკვეთილზეა ჩაწერილი, სადაც ძალიან ჩანს რაღაც ისეთი შევიწროება ერთი მოსწავლის მიმართ.. არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, ვერანაირი გამართლება ვერ ეძებნება იმას, რაც ჩანს, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.