ტრაგედია გარდაბანში - მოზარდი, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, აფეთქებას ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

საზარელი ტრაგედია გარდაბანში. 14 წლის მოზარდი, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა აფეთქებას ემსხვერპლა.  ჯერჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად რამ გამოიწვია აფეთქება და როგორ აღმოჩნდა საბრძოლო მასალა სკოლის სიახლოვეს.

სამართალდამცვლებმა უკვე გამოკითხეს გარდაცვლილის 9 წლის ძმა, რომელიც თავად შეესწრო უბედურ შემთხვევას და სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ჩვენება პოლიციას დაღუპული არასრულწლოვნის დედამაც მისცა.

გარდაბნის ცენტრში მომხდარი აფეთქების შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი