იარაღი თამარაშვილზე - შსს-მ ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღის საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი:

სამართალდამცველებმა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ბრალდებულის კუთვნილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების ამოიღეს, რომელზედაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი