ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, ორი მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 532 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 115 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 90 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი