გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო დღეს განაჩენს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

დღეს, 2 მარტს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს. დაკავებულთა ადვოკატები გამამართლებელი, პროკურატურა და მოკლულის ოჯახი კი გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში არიან.

სახელმწიფო ბრალდებამ გუშინ გამართული ბოლო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პროცესზე ადვოკატებს სასამართლოსთვის სათქმელი არაფერი ჰქონდათ. ბრალდებულთა ადვოკატრები კი ამბობენ, რომ გამოძიებას სასამართლო განხილვებისას არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებას დაადასტურებდა.

დღეს სასამართლო 5 პირის -  ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და კიდევ ორი არასრულწლოვანის განაჩენს გამოაცხადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი