ჯანდაცვის მინისტრი გადადგომას არ აპირებს, მისივე თქმით, არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას იმის გამო, რომ ვაქცინა ამ დრომდე არ არის ჩამოტანილი, ამავე დროს, ამირან გამყრელიძეც უარყოფს, რომ დაპირისპრება ჰქონდა ჯანდაცვის მინისტრთან.
"ევროპის 4-5 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ვქცინის მიღებასთან დაკავშირებით და ამ მოლაპარაკებაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება კოვაქს პლატფორმის თაობზე, არაადეკვატური იყო, ისინი ხელისუფლებას ურჩევენ, კოვაქსთან დავაში კი არ დახარჯონ რესურსი, არამედ ის გამოიყენონ სხვა კომპანიებთან მოლაპარაკების მისაღწევად.