სწავლის განახლებიდან დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ, თბილისის 161-ე სკოლაში ეპიდაფეთქებაა. ინფიცირებულია ჯამში სკოლის 8 თანამშრომელი - მათ შორის 2 დარაჯი, 4 მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი. დირექტორი, მისი მოადგილე ჯამში 21 თანამშრომელთან ერთად თვითიზოლაციაშია
სამინისტრო ამბობს, რომ საქმის კურსში არიან და მიიღეს გადაწყვეტიელბა, რომ ის 6 კალსი სადაც კორონავირუსის ინფექცია გავრცელდა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს, დანარჩენ კლასებში კი სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
"მყისიერით დადასტურდა 4 მასწავლებელი, ამის შემდეგ ერთ-ერთი არის ბიბლიოთეკარი, და კარსიკაცი, იზოლაციაში უკვე 18 მასწავლებელი მყავს თავისი ადმინისტრაციით, მეორე სასწავლო ნაწილი, საინფორმაციო განყოფილება. ჩვენ გვყავს კიდევ ინფიცირებული ბავშვები 7-11 კლასში, განმეორებით ჩატარდა დეზინფექცია", - ამბობს დირექტორის მოადგილე, ნათელა წულაია.
სამინისტრო ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელოდება, გადავიდეს სკოლა მთლიანად ონლაინ სწავლებაზე თუ არა. შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო არ ანაზღაურებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენი გარდაიცვალა.