გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
ჯერჯერობით უცნობია როდის გამოაცხადებს განაჩენს ბიძინა სტურუა.
შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას 5 ბრალდებულს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და კიდევ 2 არასრულწლოვანს - ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა.