ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა, თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარებიო - ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ეს სიტყვები ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ეკუთვნის, რომელიც მან ერთ ერთ ბოლო შეხვედრაზე თქვა:
წინა შეხვედრაზე გულწრფელად ამბობდა, ახლა ამას ნახევრად ხუმრობით ვიტყვი ახლა, ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინაო, პრემიერმა თქვა, თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარებიო. ოღონდ ვინმემ მოიტანოს და სიტყვები არ იყოს მხოლოდ ამის უკან და ეს იყოს რეალობაო" ამბობს კულუმბეგოვი "ღამის მთავარში" საუბრისას.