თელავში, სოფელ ვარდისუბანთან ავარია მოხდა - დაშავებულია 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

თელავში, სოფელ ვარდისუბანთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯხარა და ორივე მათგანის მძღოლმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. 

ავარიის დროს ჯამში 2 ადამიანი დაშავდა. ისინი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთვარ არხს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მუხლი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი