სად არის ვაქცინა? - ამ კითხვით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეებმა მდუმარე აქცია გამართეს.
ორთვიანი უიმედო ლოდინის შემდეგ კოვიდ 19-ის პირისპირ მარტო დარჩენილი ადამიანები ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებას სთხოვენ.
ამ პროტესტისა და ღამის მთავარში გაკეთებული განცხადებების შემდეგ "გეფაში" ვაქცინის კერძო შემომტანებთან შეხვედრა შედგა. საკითხი დეტალურად არ განხილულა, თუმცა ეს ნაბიჯები შეხვედრის მონაწილეების თქმით, სავარაუდოდ, ხელისუფლების მზაობას ნიშნავს, რომ მათი უმოქმედობის შემდეგ პრეპარატი ქვეყანაში შესაძლოა კერძო კომპანიებმა შემოიტანონ.
პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს - ასეთია საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმების მოთხოვნაც.
ამჯერად, ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანა ასტრაზენეკას ვაქცინას მარტის ბოლოს მიიღებს, "ფაიზერის" შემოსვლის თარიღის შესახებ კი ცნობილი თვის ბოლოს გახდება.