Novavax-თან წინასწარ მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველომ ვაქცინის მილიონი დოზა მიიღოს - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი რუსთავი 2-ის ეთერში. ცერცვაძე სავარაუდო თარიღად ივნისის ბოლოს ასახელებს.
"მიმაჩნია, რომ Novavax-ი იქნება საუკეთესო ვაქცინა და ნორმალური ვარიანტი მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე. მასთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე, დაახლოებით, ივნისის ბოლოსკენ იგეგმება. ამ დროისთვის მიიღებს ეს ვაქცინა საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების აღიარებას. წინასწარი მონაცემებით, ამას არაფერი უდგას წინ, რამეთუ საქართველომ Novavax-სთან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია"- ამბობს ცერცვაძე