განზრახ მკვლელლობის მუხლით უკვე დაწყებულია გამოძიება თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რასაც ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ჯერ დაუდგენელია დაპირისპირების მოტივი.
პირი, რომელმაც ამ დაპირისპირებისას დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანა, პოლიციამ გამოკითხა, პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლშიც. ოჯახი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
"მამაჩემს ხელები გადაუგრიხეს და წაიყვანეს, ვეკითხებოდი, რის საფუძველზე აკავებთ-მეთქი და ერთი ეს მითხრეს, არ ვაკავებთო, არც ოქმი შეადგინეს, დაკავებისა და ჩხრეკის" - ამბობს მოწმის შვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიციამ მათ ოჯახზე იძალადა.
მისივე თქმით, პოლიცია სახლშიც იმყოფებოდა და ჩხრეკა სახლშიც, ყოველგვარი ორდერის გარეშე ჩაატარა. რაც შეეხება ადვოკატს, ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი მოწმის სტატუსი იყო და ბრალდებულის სტატუსად არ შეცვლილა.