დიდ დიღომში არსებული დაპირისპირების შესახებ დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, იქ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. პოლიციას ერთი პირი ჰყავს დაკავებული. რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, ის ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.
პოლიციის მხრიდან ძალადობაზე დეტალურად საუბრობენ დაპირისპირების მოწმის ახლობლები. ისინი ამბობენ, რომ ხარაზიშვილმა, ვინც პოლიციას მთელი დღის განმავლობაში, გამოკითხვაზე ჰყავდა გადაყვანილი, დაჭრილი მიიყვანა კლინიკაში და დაპირისპირებასთან სხვა შეხება არ ჰქონია.
ღამის ათი საათი იქნებოდა, დააკაკუნეს, გავაღე კარები და მრავალი პოლიციელი ერთდროულად შემოვარდა სახლში, გაიშალნენ, დაიწყეს ჩხრეკა და მე ჩემს დას დავუყვირე, თათია, სახლს ჩხრეკენ და ჩართე ტელეფონი-მეთქი, რადგან ყველგან ვერ გავყვებოდი, არ წარმოადგინეს საბუთები, გვიყვიროდნენ, გოგოებო, თქვენ რა პანიკაში ხართო, მივარდა ერთი, ხელები გადაუგრიხა და ისე წაართვეს მობილური", - ამბობს ნათია ხარაზიშვილი.
შეგახსენებთ, დიდი დიღომში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ერთი პირი დაკავებულია.