"დიდი ხანია ეს გოგო სოფელში არ გამოჩენილა" - ახალი დეტალები შიდა ქართლში მომხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო 50 წლის კაცი დააკავეს. მომხდარ ფაქტს კი მოზარდის ოჯახი მალავდა. მომხდარის შესახებ შსს-სთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც არასრულწლოვანმა იმშობიარა და საქმეში სოციალური მომსახურეობის სააგენტო ჩაერთო. 

"ჩვენ ამ ფაქტის შესახებ არაფერი არ ვიცოდით, ვიდრე გოგოს არ გადაიყვანდნენ სამშობიარო კლინიკაში და უკვე არ ჩაერეოდა პოლიცია, სოფელში ჩვენც მაშინ გავიგეთ იმიტომ, რომ ეს გოგო დიდი ხანია სოფელში არ გამოჩენილა. ვიცი მხოლოდ ის, რომ თანასოფლელები არიან", - ერთერი თანასოფლელი 

გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. 

აქვე გეტყვით, რომ 13 წლის მოზარდმა რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, ის ჩვილთან ერთად თავშესაფარში იქამდე დარჩება, სანამ სრულწლოვანი არ გახდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი