"ენმ"-ის ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ 

გამოქვეყნდა:

გუშინ, 2 მარტს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ოთხ პირს ბრალი წარედგინა. 

შეგახსნებთ, რომ 2 მარტს კომენდანტის საათის დაწყებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისი რამდენიმე პიროვნებამ დაარბია. შენობაში დამტვრეულია შუშები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი