ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევა მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება – ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მსოფლიო პანდემიის დროს დაწერილი პოლიტიკური დღის წესრიგი, ოპოზიციის შეფასებით, ქვეყანას შესაძლოა ძვირი დაუჯდეს. ბიძინა ივანიშვილის პარტია საერთაშორისო პარტნიორების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად ემზადება.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებით და ახალი აკრძალვების დაწესებით, მმართველი პარტია საარჩევნო შეთანხმების გაჭიანურებას და ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმების ჩაგდებას ცდილობს.

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, შეახსენოს „ქართულ ოცნებას“ ნაკისრი ვლდებულებები და პოლიტპატიმრები ციხის საკნებიდან გაუშვას. შეთანხმების ხელმოწერიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა, თუმცა გიგი უგულავა და გიორგი რურუა ისევ საპატიმროში რჩებიან, ირაკლი ოქრუაშვილი კი საკანში 5 წლით სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ გაუშვეს.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნის შეწყვეტის ნაცვლად, ივანიშვილი ქვეყანაში ახალი ტიპის დიქტატურას ამყარებს და არ გამორიცხავენ, რომ ოლიგარქი არჩევნების გადადებისთვის ემზადება.

გადაიდება თუ არა არჩევნები, ამას მმართველი პარტიისთვის ვირუსის გავრცელება გადაწყვეტს. „ქართული ოცნება“ საარჩევნო შეთანხმების შესრულებას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს. ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დაიწყებენ.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის მოგვარებას საერთაშორისო დონორების დახმარებით გეგმავს. თუ ელჩების შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება არ შესრულდება, შესაძლოა,პოლიტიკურ მხარადჭერასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებისგან ეკონომიკური დახმარების რესურსიც დაკარგოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი